Thursday, February 20, 2014

დღე 9

დღეს მოვახდინეთ ფოლდერების ზედმეტი მასალებისგან გასუფთავება და ფაილების გადაადგილება, გადავხედეთ ინტელის სახელმძღვანელოს,კიდევ ერთხელ დავაკონკრეტეთ მასალის მოძიების საშუალებები,დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონი, მოვამზადეთ საპრეზენტაციოდ მასალა.საინტერესო და საჭირო მომენტი---კოლეგების პრეზენტაციების მოსმენა.  მიმაჩნია ,რომ საჭიროების შემთხვევაში მასალას გამოვიყენებთ, საჭირო ასისტემატიური მუშაობა , იმედია ნასწავლს ყოველდღიურობაში დავნერგავთ, მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი ჟგუფის ყველა  წევრისადმი და განსაკუთრებით ჩვენი ტრენერისადმი -- ხათო ჩვენი ნიჭიერი მეგობარია  :))))))  

Sunday, February 16, 2014

დღე 8

საკმაოდ დატვირთული მეცადინეობააა, ვიმუშავეთ მე-6 -7 მოდულზე, გავეცანით ბლოგის შექმნასა და შეცვლაზე ,პანელებზე გადასვლა, ფაილების ბლოგებში ჩაშენება,ინტერნეტში დოკუმენტის გაზიარება.
საკმაოდ საინტერესო სამუშაო შევასრულეთ, შესაძლებლობა გვექნება უკეთ ვიმუშაოთ ინტერნეტ სივრცეში ,გავიჩენ უამრავ მეგობარს , მადლობააა

Saturday, February 15, 2014

დღე 7

ვიმუშავეთ ძალზედ საჭირო მოდული -5,აქტივობა -3, გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების სქემებს, ასევე დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით შეფასებების ფორმები. :)

Sunday, February 9, 2014

მე-6 დღე

ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე , ასევე სასწავლო პროცედურებზე,შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი - შეფასების  ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

Saturday, February 8, 2014

5 დღე

:)  ძალიან ნაყოფიერი სამუშაო დღეა , მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები                ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ასევე ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე ,დავაფიქსირეთ აუცილებელი მომენტები  სამუშაოს სწორად წარმართვისთვის ,  შევისწავლეთ ბუკმაკების და თეგების შექმნის პრინციპები , მოტივირებული ვარ ვიმუშაო  გონივრულად და გამოვიყენო მიღებული ცოდნა  ჩემს საქმიანობაში

Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღე

დღეს დავასრულეთ მესამე მოდული. ვისწავლეთ და გავიხსენეთ ფოვერპოინტი თემა საინტერესოა ,შევისწავლეთ მოსწავლის შეფასების დროის ჩარჩო,,გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია ,გავეცანით სხვადასხვა პროექტების შაბლონებს , გვეხმარება ძალიან ეს მეთოდი,საკმაოდ მოტივირებული ვარ წავიკითხო  სახელმძღვანელო ყურადღებით :)